ხმაური ბათუმის კლინიკაში - ახალშობილის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

15.01.22 15:01
ხმაური ბათუმის კლინიკაში - ახალშობილის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

ბათუმში კლინიკა ბაუში ხმაური იყო. 24 წლის ანა ჭყონიას ოჯახის წევრები ექიმებს გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მშობიარე ქალი  გუშინ სამშობიარო ტკივილებით შეიყვანეს კლინკაში, ექიმებმა გაუტკივარება გაუკეთეს, დღეს დილით კი ოჯახის წევრებს განუცხადეს, რომ ახალშობილი გარდაიცვალა. ოჯახი მომხდარში  ექიმებს ადანაშაულებენ.

კლინიკაში კომენატრს არ აკეთებენ, მათი თქმით ისინი ექპერტიზის პასუხს ელოდებიან.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი სიახლეები