ავტოსაგზაო შემთხვევა გორთან - დაშავებულია 6 ადამიანი

15.01.22 21:29
ავტოსაგზაო შემთხვევა გორთან - დაშავებულია 6 ადამიანი

გორთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, დაშავებულთაგან 4 არასრულწლოვანია, მათგან ყველაზე მცირეწლოვანი 4 წლის ბავშვია.


დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანეს. 
,,გორმედის" კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, ექვსივე პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და  მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაშავებულის გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში იგეგმება.