თოვლი, ქარბუქი და შტორმი ზღვაზე - ამინდის პროგნოზი 17 იანვრამდე

16.01.22 09:57
თოვლი, ქარბუქი და შტორმი ზღვაზე - ამინდის პროგნოზი 17 იანვრამდე

თოვლი, ქარბუქი, შტორმი და ზვავსაშისროება - 13-დან 17 იანვრამდე საქართველოში შენღჩუნებული იქნება ამინდის არახელსაყრელი პირობები. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

13-დან 17 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ამინდის არახელსაყრელი პირობები: დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან  ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. 

 საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე  დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო  შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.