სტიქია აჭარაში - ბათუმში შტორმმა სანაპირო ზოლი წალეკა

16.01.22 11:06
სტიქია აჭარაში -  ბათუმში შტორმმა სანაპირო ზოლი წალეკა

აჭარაში სტიქია მძვინვარებს. მოვარდნილმა შტორმა ბათუმი წალეკა. ქალაქში სანაპირო ზოლი სრულად განადგურებულია. მოშლილია ინფრასტრუქტა. გადაადგილება შეუძლებელია საფეხმავლო ბილიკზეც. 

უხვი ნალექის გამო სანიაღვრე არხებში წყლის გატარება შეფერხდა, არადა, ნაპისამაგრი სამუშაოებისთვი ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან მილინობით ლარი გამოყო.

ოპოზიცია ზღვისპირა ქალაქში წყალწაღებულ პროექტებზე საუბრობს.

სტიქია არის ერთი, მაგრამ ამ სტიქიას როგორ დავხვდებით და როგორ მოვახერხებთ მასთან გამკლავებას არის მეორე. ხედავთ, რომ სამწუხაროდ, არცერთი სამსახური აქ არ არის, მაგრამ უფრო მტავარი მინდა გითხრათ. ეს ჯებირი უკვე დაზიანებულია, პრომინადის ნაწილი დაზიანებულია. აქ რეალურად ამ ჯებირს რომ ემუშავა, ზღვა აქ არ უნდა გადმოსულიყო და ის ინერტული მასალა არ უდნა გადმოეტანა რაც აქ არის. სამწუხარო რეალობის წინასე ვართ, ქალაქი, რომელსიც სტიქიური მოვლენები ხდება, ქალაქის მერი ქალაქში არ ჰყავს, პატრონი არავინ არ ჰყავს, - ამბობს რეზო ხარაზი. 

ბათუმში შტორმი ამ წუთებშიც მძვინვარებს.