ზღვის უბანში დევნილმა თავი მოიკლა - შუახნის მამაკაცი მე-9 სართლიდან გადახტა
ზღვის უბანში დევნილმა თავი მოიკლა. 52 წლის მამაკაცი შენობის მე-9 სართულიდან გადმოხტა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ცხედრის ექსპერტიზაზე გადასვანების უფლებას სამართალდამცველებს დევნილები არ აძლევენ.
არსებული ინფორმაციით, პროტესტის ამ ფორმას მამაკაცმა ყურადღების მისაქცევად მიმართა. თვითვმკლელობამდე ის კორპუსის სახურავზე ავიდა, დევნილებს დაუძახა და მათი თანდასწრებით დემონსტრაციულად გადმოხტა.
უკვე რამდენიმე კვირაა ფხაზეთიდან დევნილები ავარიული შენობიდან გასახლებას და ახალ საცხოვრებლებს ითხოვენ, თუმცა ჯანდაცვის ახლადდანიშნულმა მინისტრმა მათი თხოვნა უყურადღებოდ დატოვა.