სასტიკი მკვლელობა კახეთში - "პირველებმა" მომხდარის დეტალები გაარკვია
სასტიკი მკვლელობა კახეთში -"პირველებმა" მომხდარის დეტალები გაარკვია. ლაგოდეხში ყოფილი მეუღლის გაგუდვის შემდეგ 39 წლის გიორგი ბარბაქაძემ მძინარე ბავშვები მკვლელობის ადგილს გაარიდა, რის შემდეგაც დაბრუნდა, გაზქურა მოუშვა და უბედური შემთხვევის ინსცენირება მოაწყო.
პირველადი ინფორმაციით, დანაშაულის მოტივად ეჭვიანობა სახელდება. ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი ყოფილ მეუღლესთან შერიგებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცდილობდა.
ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ნონა ჭაბაშვილი ლაგოდეხის საკრებულოს თანამსრომელი იყო. ახალგაზრდა ქალს 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბარბაქაძე ამ დროისათვის ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენას ელოდება. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.