აქცია დიდ დიღომში - მოსახლეობამ გაზის ტარიფის გაძვირება გააპროტესტა
თბილისში მოქალაქეები გაზის ტარიფის გაძვირებას აპროტესტებენ. საპროტესტო აქცია დიდ დიღომში გაიმართა.
მოსახლეობა მიიჩნევს, რომ გადასახადი ხელოვნურად არის გაზრდილი. მათ თბილისელებს ინფლაციის პირობებში გაძვირებული ცხობრების და კომუნალური გადასახდების გაპროტესტებისკენ მოუწოდეს.
გაძვირებული ტარიფი მოგვივიდა მინიმუმ 7 თეთრით. გვაინტერესებს რამ განაპირობა ეს? ნუთუ არ ვართ ადამიანები იმის ღირსი, რომ ამაზე ინფორმაცია მივიღოთ. ჩვენც გაგვითვალისწინონ და ტარიფები დაწიონ, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.