თბილისის ერთ-ერთ კლუბში ტურისტს შეუსაბამოდ დიდი თანხა ძალით გადაახდევინეს

17.01.22 11:06
თბილისის ერთ-ერთ კლუბში ტურისტს შეუსაბამოდ დიდი თანხა ძალით გადაახდევინეს

თბილისის ერთ-ერთ კლუბში გერმანელ ტურისტს შეკვეთის შეუსაბამო თანხა იძულების გზით გადაახდევინეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ 41 წლის კაცი დააკავა. კლუბის თანამშრომელი იძულების ბრალდებით აიყვანეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელმა - ე.ჩ,-მ ამავე კლუბის სტუმარს, გერმანელ ტურისტს - 1994 წელს დაბადებულ მ.ო.-ს შეკვეთის შეუსაბამო თანხა იძულების გზით გადაახდევინა. კერძოდ, ბრალდებულმა მ.ო. აიძულა და შეკვეთილი ლუდის ღირებულების ნაცვლად გაცილებით დიდი თანხა გადაახდევინა.
საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ აღნიშნული კლუბი დალუქა, მოგვიანებით კი, ამავე კლუბის თანამშრომელი - ე.ჩ. ბრალდებულის სახით დააკავა"- აცხადებენ შს სამინისტროში. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს იძულებას - ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას.

მსგავსი სიახლეები