ირაკლი ღარიბაშვილს დევნილის თვითმკვლელობაზე არაფერი უთქვამს

17.01.22 12:01
ირაკლი ღარიბაშვილს დევნილის თვითმკვლელობაზე არაფერი უთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  სანატორიუმ "ქართლში" მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. ირაკლი ღარიბაშვილს დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე  52 წლის კაცის თვითმკვლელობაზე არაფერი უთქვამს. 

ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მიზნობრივ ჯგუფებს  ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს დაუსუბსიდირებენ. 

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ გაიხსნა თურქეთის ბაზარი, საიდანაც შემოვა მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების შესაბამისი წამლები. პრემიერი ამტკიცებს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწრაფად გააიაფებს მედიკამენტებს საქართველოში.

მთავრობის სხდომიდან გავიგეთ ისიც, რომ საქართველოს მთავრობა ახალი ტიპის თიზ-ს ქმნის, “სპეც. ფინანსური ზონა” 110 ჰექტარზე თბილისსა და გონიოში განთავსდება.

რაც შეეხება გუშინ მომხდარ უმძიმეს ფაქტს, 10 წუთიანი გამოსვლისას მთავრობის მეთაურს დევნილების პრობლემა და გუშინ მომხდარი ფაქტი საერთოდ არ უხსენებია. 

დევნილთა დასახლებაში, სადაც პროტესტის გამო 52 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა, ამ დრომდე მთავრობიდან არავინ მისულა. დილიდან ხალხი დავით ჭიჭოშვილის პანაშვიდზე იკრიბება. 

მსგავსი სიახლეები