დიდთოვლობამ გორში პრობლემები შექმნა - მოჭიდავე მერი შვებულებაშია
დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა გორშიც. თოვლისგან არ იწმინდება ქალაქის ქუჩები, ადგილობრივი ხელისუფლება არც ტექნიკურ მარილს ყრის. გადაადგილება უჭირთ როგორც ავტომობილებს, ასვე ფეხით მოსიარულებს. ამ დროს კი გორის მოჭიდავე მერი შვებულებაშია. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ამერიკაში ისვენებს.
მოსახლეობა თოვლის საფარისგან ქუჩების გაწმენდას ითხოვს.
გასაწმენდია, ძალიან მძიმედ დავდივარ, მოყიბულია მთელი გზა. არ იწმინდება, ფაქტია. მარილი არ არის დაყრილი, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
გორის გარდა მძიმე ვითარებაა შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. შეზღუდვები მოქმედებს ავტობანზეც.