როგორ იფლანგება დევნილების ფული - აუდიტის სკანდალური დასკვნა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და მისი ხელმძღვანელი სკანდალში ეხვევა - აუდიტის სკანდალური დასკვნის მიხედვით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის სიძის უწყებაში თანხები არარაციონალურად დაიხარჯა.
ასი ათასობით ლარი, ფული, რომელიც დევნილების საცხოვრებლების რემონტში უნდა დახარჯულიყო, ისეთ კომპანიებს მისცეს, რომლებსაც არც გამოცდილება ჰქონდათ და არც დანგრეული შენობების აღდგენის რესურსი.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დევნილთა კომპაქტური დასახლებები, ავარიული შენობები უნდა გაერემონტებინა, ამისთვის ბიუჯეტიდან, 2019 წელს 144 000 ლარი, 2020 წელს კი თითქმის 80 000 ლარი გამოიყო, თუმცა შენობები არავის გაურემონტებია.
2019 წელს 10 ობიექტზე 144,175 ლარის და 2020 წელს 6 ობიექტზე 78,380 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები დაიგეგმა და შესრულდა მონაცემთა საინფორმაციო ბაზის არასრულყოფილად შესწავლის და შერჩევის კრიტერიუმის არარსებობის პირობებში, რამაც წარმოქმნა საბიუჯეტო ასიგნებების არარაციონალურად ხარჯვის რისკები"- წერია დასკვნაში.
ოპოზიცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი, დავით ფაცაციას ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებს.
ენმ-ს წევრი, ბესო შენგელია აცხადებს, რომ ტენდერების გამოცხადება ფაცაციას კომპეტენცია საერთოდ არ არის. ოპოზიციონერი ამბობს, რომ წლებია დევნილთა სამინისტრო და აფხაზეთის ავტონომოიური რესპუბლიკის მთავრობა "დევნილების ხარჯზე ითბობს ხელებს".
18 000 000 რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას აქვს, არასდროს ყოფილა მიზანმიმართული ეს არის მათი ჯიბეების გასქელებისთვის ამ თანხის ნახევარი ხელფასებზე იხარჯება. კობახიძის სიძე, ფაცაცია კი აცხადებს, რაღაც ტენდერებს, რომლითაც შემდეგ ბინები უნდა გაარემონტოს. რაც მის ფუნქციაში არც კი შედის. როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ისე დევნილთა სამინისტრო, მისი სააგენტო, დევნილთა მიმართულებით, დევნილების ხარჯზე აკეთებს ფულს და ცდილობენ ხელი მოითბონ"- აცხადებს ბესო შენგელია.