"ერთი სამძიმრის სიტყვა არ გაიმეტა ჩვენთვის" - დევნილები პრემიერს
დევნილთა დასახლებაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკვშირებით პრემიერ-მინისტრის იგნორს დევნილებმა უპასუხეს. გარდაცვლილი ზურაბ ჭიჭოშვილის ოჯახის წევრი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და მწვავე პროტესტს ჰპირდება.
ერთი სიტყვა ჩვენთვის არ გაიმეტა. ან ვიზიარებ ან ვუსამძიმრებ, ერთი სიტყვა არ წამოცდენია ამ ადამიანს. ჩვენ პრემიერს დავპირდით და ვპირდებით კიდევ, „ბატონო პრემიერო, ჩვენ არ გავჩერდებით, ადამიანი ბინას ითხოვდა და მიიღო კუბო, მაგრამ იცოდეთ, თუ ყურადღებას არ მიაქცევთ სხვები უფრო მეტად მძაფრ აქციას აანონსებენ, - ამბობს გარდაცვლილი დევნილის და.
პრემიერ-მინისტრი ყუყურადღებობაზე საუბრობენ სხვა დევნილებიც.
ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა ჩაატარა და ველოდებოდით ჩვენ სამძიმარს მაინც გამოუცხადებდა ოჯახს, მაგრამ ერთი სიტყვა არ იყო თქმული. ეს ფაქტი ყველაფერზე მეტყველებს და ის შემოთავაზებები ფინანსური, რომ დაგეხმარებით ახლა სიკვდილის მერე დაკრძალვაში, არ არის საჭირო. დაგვაკმაყოფილონ თუ გინდა ხვალ ყველაზე საუკეთეო ბინაც რომ მომცენ, ნამდვილად არ ღირდა ზუჯრის სიცოცხლე იმ ბინის ფასად, - ამბობს ერთ-ერთი დევნილი.
52 წლის ზურაბ ჭიჭოშვილმა სისცოცხლე თვითმკვლელობით გუშინ დაასრულა. ის შენობის მე-9 სართულიდან გადახტა.
არსებული ინფორმაციით, პროტესტის ამ ფორმას მამაკაცმა ყურადღების მისაქცევად მიმართა. თვითვმკლელობამდე ის კორპუსის სახურავზე ავიდა, დევნილებს დაუძახა და მათი თანდასწრებით დემონსტრაციულად გადმოხტა.
უკვე რამდენიმე კვირაა ფხაზეთიდან დევნილები ავარიული შენობიდან გასახლებას და ახალ საცხოვრებლებს ითხოვენ, თუმცა ჯანდაცვის ახლადდანიშნულმა მინისტრმა მათი თხოვნა უყურადღებოდ დატოვა.