უბედური შემთხვევაა, ნუ დავუკავშირებთ დევნილების პრობლემას - ჯანდაცვის მინისტრი გარდაცვლილ დევნილზე

17.01.22 13:01
უბედური შემთხვევაა, ნუ დავუკავშირებთ დევნილების პრობლემას - ჯანდაცვის მინისტრი გარდაცვლილ დევნილზე

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 52 წლის დევნილი მამაკაცის თვითმკვლელობა უბედურ შემთხვევად გამოაცხადა. მისი თქმით, მომხდარს  სოციალურ პროტესტთან და დევნილთა მოთხოვნებთან კავშირი არ აქვს. 

გარდაცვალებასთან დაკავშრებით გამოძიება მიმდინარეობს და პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა და ჩვენი თხოვნა იქნება, რომ გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან, - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა. 

 52 წლის ზურაბ ჭიჭოშვილმა სისცოცხლე თვითმკვლელობით გუშინ დაასრულა. ის შენობის მე-9 სართულიდან გადახტა. 

არსებული ინფორმაციით, პროტესტის ამ ფორმას მამაკაცმა ყურადღების მისაქცევად მიმართა. თვითვმკლელობამდე ის კორპუსის სახურავზე ავიდა, დევნილებს დაუძახა და მათი  თანდასწრებით დემონსტრაციულად გადმოხტა.

უკვე რამდენიმე კვირაა ფხაზეთიდან დევნილები ავარიული შენობიდან გასახლებას და ახალ საცხოვრებლებს ითხოვენ, თუმცა ჯანდაცვის ახლადდანიშნულმა მინისტრმა მათი თხოვნა უყურადღებოდ დატოვა.

 

მსგავსი სიახლეები