ქუთაისში პირსინგის გამო ბრიტანეთის მოქალაქე სცემეს
ქუთაისში პირსინგის გამო ბრიტანეთის მოქალაქე სცემეს. აგრესიულად განწყობილმა მამაკაცმა ტურისტი ბარში შეყვარებულთან ერთად ნახა, სახლისკენ მიმავალს კი დაეწია, მიწაზე დააგდო და ფიზიკურად გაუსწორდა.
ინციდენტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად თავად დაზარალებულმა გაავრცელა. ბრიტანეთის მოქალაქემ სააგენტო On.ge- თან ფიზიკური თავდასხმის შესახებ დეტალურად ისაუბრა. შემთხვევის ადგილზე არაერთი სათვალთავლო კამერაა დამონტაჟებული. ბრიტანეთის მოქალაქეს იმედი აქვს, რომ კადრები გამოძიებას თავდამსხმელის პოვნაში დაეხმარება.
ადგილობრივი სამოქალაქო ატივისტები ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები ქუთაისში ხშირია, რაც ტურიზმის განვიტარებაზე უარყოფითად აისახება.
მსგავსი შემთვევების რაოდენობის მატება ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც წლების მანძლეზე „ქართული ოცნება“ ახორციელებდა. ჩვენ ვიღებთ შედეგად გაფუჭებულ საგარეო იმიჯს და განწყობებს ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად იასახება საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე და ცხადია, ეს გამოიწვევს ცივილიზებული სამყაროდან ტურისტების რაოდენობის კლებას, საპირისპიროდ კი ვხედავთ, რომ ლოიალური გარემო მხოლოდ რუსი ტურისტებისთის არის შექმნილი, - ამბოლბს სამოქალაქო აქტივისტი.
მომხდართან დაკავსირებით ინფორმაცია სამარტალდამცველებს ბრიტანელმა ტურისტმა უკვე მიაწოდა. საქმე ძალადობის მუხლით არის აღძრული.