ტრაგედია სანატორიუმ "ქართლში" - ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს
ოპოზიცია თბილისში, ზღვის უბანში დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, 52 წლის კაცი მთავრობის გულგირლობას შეეწირა .
მივმართავ ყველას, პირველ რიგში საგამოძიებო ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება არამხოლოდ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტთან დაკავშირებით, არამედ ყველა ნიუანსთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება თბილისის ზღვაზე, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების განსახლების საკითხს.
ჩვენ უნდა გავარკვიოთ ხელისუფლების დანაშაულებრივ გულგრილობაში ვინ უნდა იყვნენ ბრალდებულები და შემდგომ მსჯავრდებულები.
ხელისუფლება მათ ეუბნება, გიყიდით ბინას, როცა ფული მექნება, თუმცა თარიღს არ ამბობს. ეს არის ხელისუფლების დამოკიდებულება იქ მაცხოვრებელი ადამიანების მიმართ, სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა"- განაცხადა თამარ კორძაიამ.
მან დამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა, პირად კონტროლზე ქვეშ აიყვანოს ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება სანატორიუმ „ქართლში" მომხდარ ფაქტს.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი კონკრეტული პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.
ადამიანმა უსამართლობის გამო მოიკლა თავი. იმის გამო რომ მინისტრი, მინისტრის მოადგილე, პრემიერი, კაციშვილი არ შეხვდა, არადა ეს ადამიანები პროტესტს რამდენიმე დღეა მიმართავენ.
მიუქსიეს რამდენიმე ასეული პოლიციელი, რომ მიცველებული ადგილიდან მოეპარათ, რომ მერე რაღაც დასკვნები ეწერათ, რაღაცები გამოეცხოთ, რომ თურმე სხვა რამის გამო მოხდა ეს ყველაფერი. ამასობაში არცერთი თანამდებობის პირი არ იღებს პასუხისმგებლობას. ვფიქრობ, რომ კონკრეტული ადამიანების მიმართ გამოძიება უნდა დაიწყოს, ვინც უზრუნველჰყო და კონკრეტული ადამიანი მიიყვანა თვითმკვლელობამდე"- განაცხადა ხაბეიშვილმა.
52 წლის ზურაბ ჭიჭოშვილმა სისცოცხლე თვითმკვლელობით გუშინ დაასრულა. ის შენობის მე-9 სართულიდან გადახტა.
არსებული ინფორმაციით, პროტესტის ამ ფორმას მამაკაცმა ყურადღების მისაქცევად მიმართა. თვითვმკლელობამდე ის კორპუსის სახურავზე ავიდა, დევნილებს დაუძახა და მათი თანდასწრებით დემონსტრაციულად გადმოხტა.
უკვე რამდენიმე კვირაა ფხაზეთიდან დევნილები ავარიული შენობიდან გასახლებას და ახალ საცხოვრებლებს ითხოვენ, თუმცა ჯანდაცვის ახლადდანიშნულმა მინისტრმა მათი თხოვნა უყურადღებოდ დატოვა.