გორის შემდეგ საჯარო მოხელეებმა ხელფასები ხაშურშიც გაიზარდეს
გორის შემდეგ საჯარო მოხელეებმა ხელფასები ხაშურშიც გაიზარდეს. 2022 წლის ბიუჯეტში, რომელიც 21 მილიონ ლარს შეადგენს, სახელფასო ფონდი 2 მილიონნახევარ ლარამდეა გაზრდილი.
ყოველთვიური სარგო გაიზარდა ახლადარჩეულმა მერმაც. თენგიზ ჩიტიაშვილის ხელფასი 5 ათას ლარზე მეტი გახდა. ხელფასი გაიზარდა საკრებულოს თავმჯდომარემაც. ნინო ლიპარტელიანის ხელფასი 4510 ლარით განისაზღვრა. მოემატათ ხელფასები მოადგილეებსაც.
ადგილობრივი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ რაიონში უმძიმესი სოციალური მდგმარეობის ფონზე ხელისუფლება ხელფასების გაზრის ნაცვლად მოგვარებით უნდა იყოს დაკავებული.
მე როგორც ვიცი, ახლა იწყება რეორგანიზაცია და იმედს ვიქონიებ, რომ ამ უსაქმურ ხალხს გაუშვებენ და დატოვებენ ისეთ ხალხს, ვისაც მართლა ეს ხელფსაი ეკუთვნის. მე მგონი ამ გაჭირვეულ პერიოდში მერმა და თანამდებობის პირებმა ცოტა თავი უნდა შეიკავონ ხელფასების მატებაზე. ქალაქში უამრავი პრობლემაა, წყალი არ არის, გზა გაუწმენდავია, იმიტომ, რომ ტექნიკა არ გვაქვს, - აბმბობს ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ გაზრდილი ხელფასების ფონზე, 2022 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში სოციალური პაკეტები 100 ათასი ლარით შემცირდა.