თვითმკვლელობა დევნილების უბანში - გარდაცვლილის გასაშავებლად ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანა ამოქმედდა

17.01.22 15:05
თვითმკვლელობა დევნილების უბანში - გარდაცვლილის გასაშავებლად ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანა ამოქმედდა

ხელისუფლების გულგრილობას შეწირული დევნილის გასაშვებლად პროპაგანდისტული მანქანა ამოქმედდა. გამოძიება გარდაცვლილი ზურაბ ჭიჭოშვილის ალკო-დამოკიდებულად გამოცხადებას ცდილობს. ამის გარდა, გამოძიება კიდევ ერთ ვერსიაზე მუშაობს. ვერსიის თანახმად, მამაკაცს მეზობლებთან კონფრლიქტი ჰქონდა, იჩხუბეს და ტრაგიკული შემთხვევაც ამის გამო მოხდა.

კითხვებს ამ მიმართულებით სამართლდამცველები დევნილთა დასახლებაში დილიდან სვამენ. დევნილები გოგნებულები არიან და პირდაპირ ამბობენ, რომ საზოგადოებრივი აზრის შესაქმენლად და იმ პრობლემის გადასაფარად, რასაც მამაკაცი შეეწირა, ხელისუფლება ყველაზე ბინძურ მეთოდებს იყენებს. 

ჩვენ მეზობელს გარდაცვლილზე ჰკითხეს, ხელი ხომ არ დაგატყაო. მე არ ვყოფილვარ შიგნით, თუმცა ვიცი, რომ ეგეთი ფაქტი არ მომხდარა, იმიტომ, რომ ეგ ადამიანი არავიტარ შემთხვევაში, არანაირ მდგომარეობაში ქალს ხელს არ დაარტყამდა. უნდათ, რომ დააბრალონ ნებისმისერ რამეს მისი გარდაცვალება, ოღონდ არა იმას, რომ ეს ადამიანი შეეწირა ამ პროტესტს და ამ პრობლემას, - ამბობს ერთ-ერთი დევნილი. 

გომელაურის უწყების თანამშრომლები ამ დრომდე სანატორიუმ "ქართლის" შენობაში  იმყოფებიან. ისინი კარდაკარ დადიან და ადგილობრივ მოსახლეობას მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო უწყების მიერ დამუშავებულ რამდენიმე ვერსიაზე კითხვებს უსვამენ. 

მსგავსი სიახლეები