ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან გამოძიების პროცესში კვალიფიკაციის გამოცხადება არასწორია - ომბუდსმენი

17.01.22 16:55
ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან გამოძიების პროცესში კვალიფიკაციის გამოცხადება არასწორია - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დევნილთა დასახლებაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის განცხადება არასწორი იყო. საუბარია ზურაბ აზარაშვილის განცხადებზე, რომელმაც 52 წლის დევნილი მამაკაცის თვითვმკვლელობა უბედურ შემთხვევად გამოაცხადა. 

ძალიან არასწორია, როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებულია მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან წინასწარ გაკეთებული განცხადებები და კვალიფიკაციის გამოცხადება გამოძიების პროცესში, მითუმეტეს, მე გავესაუბრე თითმხილველებს შემთხვევის, ვინც იცნობდა ამ გარდაცვლილს. მათი მონათხრობიდან ნამდვილად არ უნდა დარჩენოდა შთაბეჭდილება გამოძიებას, რომ ეს იყო შემთხვევითობა ან უბედური შემთხვევა. რა თქმა უნდა, მე დაველოდები გამოძიებას, მაგრამ ამ განცხადების გაკეთება მიმაჩნია ცალსახადა არასწორად, მითუმეტეს, რომ გარემოებები ამაზე არ მიუთითებს, - თქვა ნინო ლომჯარიამ. 

სანატორიუმ "ქართლის" დევნილებს ომბუდსმენი ცოტა ხნის წინ შეხვდა. 

მსგავსი სიახლეები