"დავიცავთ არა მარტო ცხედარს, არამედ სახელსაც" - დევნილების პასუხი ხელისუფლებას
სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები პირობას დებენ, რომ ხელისუფლებას გარდაცვლილი დევნილის დისკრედიტირების უფლებას არ მისცემენ. ამის შესახებ მათ საგანგებო განაცხადება გაავრცელეს.
დევნილებმა მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის მინისტრს და ხელისუფლებას დააკისრეს. მათი თქმით, ამ ზომმდე ადამიანი მათმა გულგრილობამ მიიყვანა.
ამ ქვეყანაში ადამიანები კვდებიან ნამდვილი და სასტიკი სიკვდილით. ამ ქვეყანაში არის გულგრილობა, უიმედობა და სასოწარკვეთა. სწორედ ეს გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი და ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევით. გამოითქვა ვარაუდები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების. ნივთიერებების ავად მოხმარების. კონფლიქტის შესახებ. ველოდებით სხვა ვერსიებსაც. შესაძლოა, სხვა ვერსიებიც შემოგვთავაზონ. ეს არის მცდელოლბა სასოწარკვეთაში მყოფი ადამიანის ღირსების შელახვის. კავშირი სასმელსა და თვითმვკლელობას შორის არ არსებობს, მაგრამ ნამდვილად არსებობს კავშირის სუიციდსა და სასოწარკვეთას შორის. სამწუხაროა, რომ სამი ათწლეულის მანძლზე დევნილთა საკითხები არ გახდა სოციალური პოლიტიკისთის პრიორიტეტად და დღესაც, ამ ტრაგედიის ფონზე, მაშნ, როდესაც ყველა თვადახრილი უნდა დავდიოდეთ, მაშინ, როდესაც მინიმუმ სინდისი უნდა გვაწუხებდეს და საკუტარ პასუხისმგებლობას ვიაზრებდეთ, რას ვაკეთებთ? რა განცხადებებს ავრცელებს უწყება, რომოლის პირდაპირი პასუხისმგებლობაა დევნილთა კეთილდღეობა.
ჩვენ სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები დავიცავთ ჩვენი მეზობლის, ჩვენთვის შეწირული ბატონი ზურის არა მარტო ცხედარს, არამედ სახელსაც. სრულიად სამარცხვინო და ამორალურია ის განცხადებები, რაც ვრცელდება. ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა, მოუცლელო ბატონო მინისტრო, გულგრილმა პოლიტიკამ გაწირა ადამიანი. არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა იმისთვის, რომ ეს ტრაგედია აგვერიდებინა და არცერთი ნაბიჯი არ იდგმება დღეს პროაქტიულად რომ სხვა ოჯახები იყვნენ დაცულები, - განაცხადეს დევნილებმა.
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 52 წლის დევნილი მამაკაცის თვითმკვლელობა უბედურ შემთხვევად გამოაცხადა. მისი თქმით, მომხდარს სოციალურ პროტესტთან და დევნილთა მოთხოვნებთან კავშირი არ აქვს.