ვინ გააპარა ქვეყნიდან ქილერები - სუს-ის მაღალჩინოსანი "პირველებს" დაემალა

17.01.22 17:39
ვინ გააპარა ქვეყნიდან ქილერები - სუს-ის მაღალჩინოსანი "პირველებს" დაემალა

რა კავშირი აქვ სუს-ს რუსეთის "ფსბ"-თან  და ვინ იყო ადამიანი, ვინც ნიკა გვარამიას მოსაკლავად ჩამოსული ქილერები ქვეყნიდან გააპარა - "პირველებმა"  პასუხების მიღება სუსის კონტრ ტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელისგან სცადა. ალექსანდრე მაისურაძემ მასთან სახლში მისულ ჟურნალისტს კარი არ გაუღო და არც კარს მიღმა დასმულ შეკითხვებს უპასუხა. 

რუსეთიდან ნიკა გვარამიას მოსაკლავად ჩამოსული ქილერების ჯგუფი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა არ დააკავა და რუსეთის საზღვრამდე გააცილა. სკანდალური სტატია გამოცემა cnews-მა გაავრცელა. გამოცემის ცნობით, კონტრტეტორისტული სამსახურის უფროსმა ალექსანდრე მაისურაძემ ნიკა გვარამიას შეკვეთილი საქმის ფიგურანტები, ყაზბეგის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, ქვეყნიდან გაიყვანა.

 

ჟურნალისტებმა  იმ ადამიანების პასპორტის ასლები მოიპოვეს, ვინც საქართველოს ტერიტორიეაზე რუსულმა სპეცსამსახურებმა ნიკა გვარამიას ლიკვიდაციის მიზნით გამოაგზავნეს. მკვლელობის მთავარ დამკვეთად რამზან კადიროვი სახელდება თავად შემსრულებლები კი არტურ გატაევი, სლავა გაგიევი და არტურ გულიევი არიან. სამივე მათგანი რუსეთის მოქალაქეა. 

გამაოგნებელი ამბის კვალი სუსის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელამდე, ალექსანდრე მაისურაძემდე მიდის. არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სასმახურს რუსულ "ფსბ"-თან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა, რის შემდეგაც ალექსანდრე მასიურაძემ საქართველოდან ქილერების მშვიდობიანად გაცილების გადაწყვეტილება მიიღო. 

მსგავსი სიახლეები