იზოლაციისა და კარანტინის წესები შეიცვალა

17.01.22 19:14
იზოლაციისა და კარანტინის წესები შეიცვალა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღიდან, 17 იანვრიდან, იზოლაციის და კარანტინის ვადები ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის იცვლება.

ასიმპტომური და მსუბუქი პაციენტებისთვის:
✅ კარანტინის ვადა განისაზღვრა 8 დღით
✅ სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს 24 საათი
✅ იზოლაციის დასრულებიდან, მომდევნო 5 დღე მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება
საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის 
✅ კარანტინის ვადა განისაზღვრა 10 დღით
✅ სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში 
✅ იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად რეკომენდირებულია ნიღბის ტარება
იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იღებს მისი ოჯახის ექიმი.
კარანტინის ვადები მცირდება COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტირებული პირებისთვისაც.
კარანტინს არ ექვემდებარებიან, თუმცა ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10  დღე:
✅ ბუსტერ დოზით ვაქცინირებული პირები
✅ ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 14-90 დღის განმავლობაში
✅ კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში
მკაცრად, 8 დღე, ექვემდებარებიან კარანტინს და  ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 9-12 დღის განმავლობაში:
✅ არავაქცინირებულ და არასრულად ვაქცინირებულ პირებს
✅ ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 1-14 დღის განმავლობაში
✅ ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან 90 დღეზე მეტი ხანგრძლივობის და ბუსტერ დოზის არმქონე პირებს
✅ პირებს კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის შემდგომ პერიოდში
საკარანტინო და საიზოლაციო ვადების ცვლილება ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი.  აღნიშნულთან დაკავშირებით გამოიცა შესაბამისი საერთაშორისო რეკომენდაციები. საკარანტინო ვადების შემცირება ძირითადად დაკავშირებულია Covid-19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ მიმდინარეობის განსხვავებულ ფორმასთან, რადგან ინფიცირების პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში.

მსგავსი სიახლეები