თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

18.01.22 10:21
თბილისის ზოგიერთ უბანს  ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 18 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), ლიბანის, ზარზმის, გაგრის და ალეკო გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მისის დასახლების და პეტრიწის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მისის დასახლების და პეტრიწის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის, წყნეთის ხევის, წყნეთის, ყიფშიძის, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, თაქთაქიშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, გაბაშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

მსგავსი სიახლეები