პარალიზებული სოციალური სერვისები - სოციალური აგენტები კვლავ გაფიცული არიან

18.01.22 11:12
პარალიზებული სოციალური სერვისები - სოციალური აგენტები კვლავ გაფიცული არიან

ჯანდაცვის სამინისტროს 400 თანამშრომელი უკვე 24 საათია  გაფიცულია. ისინი ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას დღესაც გამართავენ.  სოციალური სერვისები სოც დაუცველებისთვის ამ დრომდე პარალიზებულია, რაც ნიშნავს, რომ სოც დაუცველები მომსახურებას სრულყოფილად  ვერ იღებენ.სააგენტოს უფროსის თქმით, ისინი ოჯახებს სოციალურ მომსახურებას თავად უწევენ.

დღეს ნამდვილად არ იქნებიან სოციალური აგენტები, როგორც თქვენთვის ცნობილია, ისინი არიან გაფიცულები. შესაბამისად არ მოხდება არც ოჯახებში ვიზიტი და ვერ მოემსახურებიან სოციალურად დაუცველებს. 

 ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გაფიცულ თანამშრომლებს მეორე დღეა არ ხვდება და  მათი მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს.

ქუჩაში გამოსული სოციალური აგენტები უმძიმეს სამუშაო პირობებს და მიზერულ ანაზღაურებას აპროტესებენ. 

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები არ ეთანხმებიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ანაზღაურების გაზრდის შესახებ შეთავაზებას.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება. უწყებაში ირწმუნებიან, რომ  სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე გაიზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები