ინფიცირებულთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ "ომიკრონია" - თამარ გაბუნია

18.01.22 11:06
ინფიცირებულთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ "ომიკრონია" -  თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ნახევარზე მეტს სავარაუდოდ "ომიკრონი" აქვს.  მონაცემების მიხედვით, "ომიკრონის" შტამი  უმეტესად თბილისში ცირკულირებს. 

"ომიკრონით" ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევა არის 1200-ზე ცოტა მეტი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სულ 1200 ადამიანია. ცირკულაციაში ითვლება, რომ არის უკვე ნახევარზე მეტი სავარაუდოდ მათემატიკური მოდელირებით მიუთითებს, რომ არის "ომიკრონი", უმეტესობა თბილისში.  ჰოსპიტალიზაცია დადასტურებული შემთხვევებიდან დასჭირდა მხოლოდ 14-ს, რაც არის დაბალი მაჩვენებელი",", - ამბობს თამარ გაბუნია. 

 ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის  7 521  ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 31  ადამიანი.ბოლო 24 საათში ჩატარდა 56 367, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 38 892, PCR ტესტით - 17 475 ტესტი.დღიურად აცრილია 9 290 ადამიანი. 

მსგავსი სიახლეები