დევნილები ახალი ტრაგედიის მოლოდინში - სანატორიუმ "ქართლის" შენობაში ახალი ბზარები გაჩნდა
სანატორიუმ "ქართლის" შენობაში რამდენიმე საათის წინ, კედლებზე დამატებითი ბზარები გაჩნდა. დევნილები ახალი ტრაგედიის მოლოდინში არიან. ათობით ოჯახმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა. მომატებული საფრთხის მიუხედავად, ხელისუფლება სიცოცხლისთვის საშიში კორპუსიდან ადამიანების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას არ ჩქარობს.
აქ ნაპრალი იყო, ის, რომ მაღლიდან ოთახი წამოსულა, ეს ახლა ვნახე. ალბათ შევეწირებით, მეტი რა გავაკეთოთ არ ვიცი. ალბათ, ზურამ ასეთი სტრესის გამო თავი ვერ შეიკავა. მეც ისეთ დღეში ვიყავი, მართლა არ შემიძლია. დავიღალე, აღარც სიცოცხლე გვინდა. ამ შიშს ვუძლებთ"- აცხადებს ერთ-ერთი დევნილი.
რაც შეეხება 52 წლის ზურაბ ჯოჭოშვილის სამძიმარს, გარდაცვლილი დევნილის პანაშვიდზე მისვლას მეორედ დღეა ხელისუფლება ვერ ბედავს.
კაცმა, რომელიც ხელისუფლებისგან ბინით დაკმაყოფილებას ითხოვდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის მაღალი სართულიდან გადმოხტა.
ხელისუფლება კი გარდაცვლილი ადამიანის წინააღმდეგ საინფორმაციო ომით არის დაკავებული. ორი დღეა სამთავრობო უწყებები ზურაბ ჯოჭოშვილის წინააღმდეგ შავი პიარის ორგანიზებით არიან დაკავებულები. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ 52 წლის კაცი უბედურ შემთხვევას შეეწირა.