კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - სასამართლოში არსებითი განხილვა იწყება
საქალაქო სასამართლოში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა იწყება. პროცესზე დაცვის და ბრალდების მხარეები შესავალი სიტყვით ისარგებლებენ. საქმის განხილვას ბრალდებულები გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე დაესწრებიან, თუმცა სასამართლოს სიტყვით არ მიმართავენ.
ბრალდებული აკო ჭელიძე კვარაცხელიას მკვლელობას აღიარებს, მაგრამ ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს, ასევე აცხადებს, რომ ამ მკვლელობა არავის შეუკვეთავს.
კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულად გამოძიებამ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დაასახელა, თუმცა მკვლელობის ადგილიდან ორივე მათგანმა მიმალვა მოახერხა. ბრალდებულები სპეცოპერაციის შედეგად, მოგვიანებით წყნეთში დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ბრალდებულებმა კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვეს. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედება ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განხრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალო მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.