ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 50% ომიკრონია, თბილისში - 65% - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის დადებითი შემთხვევებიდან ნახევარი "ომიკრონია".
ჩვენი მათემატიკური მოდელირებით, ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 50% არის ომიკრონი, ხოლო თბილისში, სადაც შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა გვაქვს და ინციდენტობა ყველაზე მაღალია, აქ ომიკრონის წილია 65%. რეგიონებში ეს წილი არის 30%-35%-ის ფარგლებში.
ინციდენტობის მაჩვენებლით თბილისს მოსდევს აჭარა და შემდეგ გურია. ომიკრონის ცირკულაცია მნიშვნელოვანია, თბილისის შემდეგ ომიკრონით მეორე ადგილზე გახლავთ იმერეთი, შემდეგ აჭარა და შიდა ქართლი", - ამბობს ამირან გამყრელიძე.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 31 ადამიანი.