სპეცოპერაცია პოლონეთში - პოლიციელებმა საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

18.01.22 11:08
სპეცოპერაცია პოლონეთში - პოლიციელებმა საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

სპეცოპერაცია პოლონეთში - პოლიციელებმა საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. მათ მიგრანტების უკანონო გადაყვანას ედავებიან. 

ორგანიზებული ჯგუფის 9 წევრი პოლიციამ რამდენიმე საათის წინ აიყვანა. დაკავებულებს ბრალი პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის უკანონო კვეთაზე და იქ ადამინების გადაყვანაში ედებათ.

პოლონური მედიის ინფორმაციით დანაშაულებრივ დაჯგუფებას ორი ადამიანი მათ შორის ერთის საქართველოს მოქალაქე ხელმძღვანელობდა. 

ერთი ფინანსურ საკითხებზე იყო პასუხისმგებელი, მეორე კი  საზღვრის უკანონო კვეთის ორგანიზებას კურირებდა- ჯგუფში ასევე იყვნენ ე.წ.მოლარეები და კურიერები. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივ სქემით დაკავებულებმა ჯამში 8 მილიონი ამერიკული დოლარი მიითვისეს.

მსგავსი სიახლეები