საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 1 006 864 შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 31 ადამიანი.ბოლო 24 საათში ჩატარდა 56 367, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 38 892, PCR ტესტით - 17 475 ტესტი.დღიურად აცრილია 9 290 ადამიანი.