მთავარია დადგინდეს ვინ დაუკვეთა უმძიმესი დანაშაული,ამ ორი გარეწრის თავში ვერ მოიხარშებოდა - კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატი

18.01.22 14:45
მთავარია დადგინდეს ვინ დაუკვეთა უმძიმესი დანაშაული,ამ ორი გარეწრის თავში ვერ მოიხარშებოდა - კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატი

22 წლის ნიკა კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია დადგინდეს, ვინ დაუკვეთა  ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა.

ადვოკატის განცხადებით, მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით გარკვეული ვერსიები არსებობს, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს.

ამ ორი ბრალდებულის მიმართ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მათ ჩაიდინეს თანააღმსრულებლობით ის უმძიმესი დანაშაული, რაც მათ ბრალად აქვთ წარდგენილი, მაგრამ ჩვენთვის, როგორც დაზარალებულისათვის ყველაზე მთავარია, რომ მათ მოკლეს არა უბრალოდ ადამიანი, არამედ მოკლეს ნიჭი და გონება, რომელიც იყო ჩვენი სამშობლოს მომავალი. შესაბამისად, ამ ორი გარეწრის თავში ეს უბრალოდ ვერ მოიხარშებოდა, ჩვენთვის ყველაზე მთავარია, დადგინდეს უშაულოდ ვინ წააქეზა და დაუკვეთა ეს უმძიმესი დანაშაული ამ ორ ადამიანს.

არსებობს გარკვეული ვერსიები - შურისძიების, დაკვეთის, თუმცა, ამ ეტაპზე რამის თქმა გამიჭირდება. იმედი მაქვს, ამ ვერსიებზე გამოძიება მუშაობს და საბოლოო ჯამში სიმართლე გაირკვევა", - თქვა მეხრიშვილმა.

დღეს საქალაქო სასამართლოში  საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. ბრალდებული აკო ჭელიძე კვარაცხელიას მკვლელობას აღიარებს, მაგრამ ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს, ასევე აცხადებს, რომ ამ მკვლელობა არავის შეუკვეთავს.

ნიკო კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულად გამოძიებამ  აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დაასახელა, თუმცა მკვლელობის ადგილიდან ორივე მათგანმა მიმალვა მოახერხა. ბრალდებულები სპეცოპერაციის შედეგად, მოგვიანებით წყნეთში დააკავეს. 

გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ბრალდებულებმა კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვეს. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედება ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განხრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალო მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.

 

მსგავსი სიახლეები