ფონიჭალაში პოლიციელი სასტიკად სცემეს

18.01.22 16:55
ფონიჭალაში პოლიციელი სასტიკად სცემეს

ფონიჭალაში კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი სასტიკად სცემეს. 45 წლის პოლიციელი გამვლელებმა სცემეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს გომელაურის უწყების თანამშრომელმა გასროლაც მოახდინა. ირკვევა ისიც, რომ ინცინდენტის დროს პოლიციელი სამოქალაქო ფორმაში იყო. 

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი პოლიციელსა და მოქალაქეებს შორის ერთ-ერთ სუპერმარკეტში დაიწყო, შემდეგ კი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. 

მიყენებული დაზიანებებით კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი კლინიკაში გადაიყვანეს. 

როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე სამი პირია დაკავებული. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები