დარღვევებით ჩატარებული გამოძიება გელათის მონასტერში - საია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

18.01.22 17:23
დარღვევებით ჩატარებული გამოძიება გელათის მონასტერში - საია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

გელათის სამონასტრო კომპლექსში დარღვევებით ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს. 

მათი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით საქმეს  ფინანსური პოლიცია არასწორად იძიებს, ამიტომ ორგანიზაცია საქმეში პროკურატურის ჩართვას და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. 

საია ეხმიანება გელათის სამონასტრო კომლექსში დარღვევებით ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას  -  კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების შესახებ საქმეს იძიებს ის საგამოძიებო ორგანო, რომელსაც ფინანსური დანაშაულების გამოძიების გამოცდილება აქვს და არ გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიებასთან დაკავშირებით შესაბამისი გამოცდილება. ამდენად, საკითხის მნიშვნელობისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია, ეს საქმე გამოიძიოს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა - წერია განცხადებაში.

საიას განცხადება ვრცლად ნახეთ აქ 

მსგავსი სიახლეები