ფონიჭალაში პოლიციელის ცემის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

18.01.22 19:32
ფონიჭალაში პოლიციელის ცემის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

ფონიჭალაში პოლიციელის ცემის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს თავს გუშინ დაესხნენ. მას სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს გომელაურის უწყების თანამშრომელმა გასროლაც მოახდინა. ირკვევა ისიც, რომ ინცინდენტის დროს პოლიციელი სამოქალაქო ფორმაში იყო და სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. 

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი პოლიციელსა და მოქალაქეებს შორის ერთ-ერთ სუპერმარკეტში დაიწყო, შემდეგ კი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. 

 

მსგავსი სიახლეები