რეკორდულად გაზრდილი მაჩვენებელი - 8 728 ახალი შემთხვევა და 43 გარდაცვლილი
საქართველოში კორონავირუსის 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 43 ადამიანი, 8 545 კი გამოჯანმრთელდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 13,72%-ია.
დღიურად აცრილია 9 340 მოქალაქე.