"მინდა, რომ გავაცილოთ ღირსეულად" - გარდაცვლილი დევნილის ემიგრაციაში მყოფი ოჯახი დახმარებას ითხოვს

19.01.22 11:05
"მინდა, რომ გავაცილოთ ღირსეულად" -  გარდაცვლილი დევნილის ემიგრაციაში მყოფი ოჯახი დახმარებას ითხოვს

ხელისუფლების უმოქმდების გამო გარდაცვლილი დევნილის ოჯახი დახმარებას ითხოვს. 52 წლის ზურაბ ქირიას მეუღლე და შვილი, რომლებიც წლებია  ემიგრაციაში იმყოფებიან,  დაკრძალვაზე ჩამოსვლას უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ. 

უმძიმესი ტრაგედიის შედმეგ მათ დახმარებისთვის საელჩოს მიმართეს, თუმცა უარი  მიიღეს. ახლა სოციალური პროტეტის გამო გარდაცვლილის ოჯახი რეგირებას საგარეო საქმეთა სამინიტროს თხოვს, თუმცა ღარიბაშვილის ხელისუფლებიდან მათთან კონტაქტზე  ჯერ არავინ გასულა.

მთელი კორპუსი გახლეჩილია. სადაც ჩენ ვცხოვრბთ, ზედა სართულზე ვცხოვრობთ, როგორც გარეთ წვიმს, ისე წვიმს ოთახშიც. შეუძლებელია იქ არსებობა. შეიძლება დღეს ან ხვალ ისეთი ამბავი მოხდეს, რომ მართლა დაინგრეს და ათასობით ადამიანი მოყვეს ამ ნგრევაში. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, დილით დამირეკა, ნორმალურ ფხიზელ მდგომაროებაში იყო. ქვევით უთქვამს ყველასთვის, რომ „მივდივარ ახლა მე და გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ თქვენც და ჩემს შვილსაც ყველაფერი ჰქონდეს. არანაირი პრობლემები არ ჰქონდა, არანაირი ფსიქიკური აშლილობა, იყო ნორმალური ადამიანი. ვითხოვ და ყველას დახმარებას ვთხოვ, მინდა, რომ გავაცილოთ ღირსეულად როგორც მას შეჰფერის. უბრალოდ, აქედან წასვლა არ არის პრობლემა, მაგრამ უკან დაბრუნება პრობლემაა იმის გამო, რომ ჩემი შვილი სწავლობს. შუეძლებელია იქ გაჩერება, ცხოვრება, თან საბუთებიც არ მაქვს იმ მდგომარეობაში, რომ უკან დავბრუნდე. დავრეკე საელჩოში საქართველოში და მითხრეს, რომ ვერანაირ დახმარებას ვერ გამიწევენ, - ამბობს გარდაცვლილის მეუღლე. 

 

მსგავსი სიახლეები