კომპანია "ენკამ" საქართველოს ბაზარი დატოვა - კომპანიის ოფისები დაკეტილია
კომპანია "ენკამ" საქართველოს ბაზარი დატოვა. თურქული კომპანია, რომელსაც ქვეყანაში გიგანტური ნამახვან ჰესი უნდა აეშენებინა, ქვეყანა ცოტა ხნის წინ დატოვა. ქუთაისსა და თბილისში კომპანიის ოფისები დაკეტილია, თანამშორლები კი სახლში გაუშვეს. ინფორამცია ტვ პირველს კომანიის დირექტრმაც დაადასტურა.
წამოსული ვარ კომპანიიდან, შესაბამისად, გამიჭირდება, რომ რაიმე ინფომრაცია მოგაწოდოთ. ერთ ორი თეა წამოვედი, - ამბობს მერაბ ლომინაძე.
ნამახვან ჰესის პროექტის განხორციელების შემთხვევაში კომპანია "ენკას" ქვეყნისთვის 800 მილიონის ინვესტიცია უნდა შემოეტანა, თუმცა ხელისუფლებამ მასთან ხელშეკრულება გაწყვიტა.
რა ბედი ელის ხეობაში შესრულებული სამუშაოების ნაწილს, ეკომიკის სამინისტრო განმრტაბებს არ აკეთებს. არსებული ინფორმაციით, კომპანია "ენკა" საარბიტრაჟო დავისთვის ემზადება.