სააკაშვილის შინაპატიმრობა მონასტერში - შედგა თუ არა საუბარი საკურთხეველში მღვდელმთავრებთან?

19.01.22 13:06
სააკაშვილის შინაპატიმრობა მონასტერში - შედგა თუ არა საუბარი საკურთხეველში მღვდელმთავრებთან?

სამების საკათედრო ტაძარში, სადაც დილიდან ნათლისღების სადღესასწაულო წირვა-ლოცვისთვის სასულიერო პირები იკრიბებიან, პრემიერ-მინისტრი მივიდა. "პირველების" შეკითხვა, ეთანხმება თუ არა ის მეუფე ნიკოლოზის ინიციატივას, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხოდ დატოვა. საუბარია სასულიერო პირის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც მან ხელისუფლებას შესთავაზა მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში გადაეყვანათ.

"პირველებმა" გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ პრემიერი  სამების ეკლესიის საკურთხეველში შეიყვანეს, თუმცა უცნობია, შედგა თუ არა საუბარი საკურთხეველში მთვდელმთავრებთან აღნიშნულ საკითხზე.

სამების საკათედრო ტაძრის შესასვლელთან საგანგებოდ პრემიერის მისვლასთან დაკავშირებით ბარიკადები აღმართეს. უცნობია, გააკეთებს თუ არა ღარიბაშვილი განმარტებებს. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები