ნუ მიაწერენ ჩვენს პროტესტს პოლიტიკას - დევნილები სახელისუფლებო პროპაგანდაზე

19.01.22 13:31
ნუ მიაწერენ ჩვენს პროტესტს პოლიტიკას - დევნილები სახელისუფლებო პროპაგანდაზე

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისს წარმომადგენლებმა, რომლებიც დევნილთა დასახლებაში მდგომარეობის შესაწავლად მივიდნენ, დევნილებს კითხვა ზვიად კუპრავას ვინაობის შესახებ დაუსვეს. აღნიშნულმა კითხვამ დევნილების გაოცება გამოიწვია. მათი თქმით, ხელისუფლება  დევნილების პროტესტის პოლიტიზირებას  და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მართულ პროცესად გამოცხადებას ცდილობს. 

ერთ-ერთი დევნილის განმარტებით, ზვიად კუპრავა სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები ერთ-ერთი დევნილის ნათესავია და ადგილზეც რამდენჯერმე სწორად ამიტომ გამოჩნდა. 

ჩვენთან რამდენიმე წუთის წინ იმყოფებოდა ევროკავშირის წარმომადგენელი, რომელიც გაეცნო ზოგადად ჩვენს მდგომარეობას რა ხდებოდა აქ და გავაცანი აბსოლუტურად ყველაფერი დეტალურად. როგორც კი მორჩა ჩვენი საუბარი, შეკითხვები ჰქონდა რამდენიმე და ერთ-ერთი შეკითხვა იყო, ვინ იყო ზვიად კუპრავა. მე მოვახსენე მას ვინ იყო ზვიად კუპრავა. ზვიად კუპრავა არის ჩვენი მეზობლის ნათესავი და ის ორი შემთხვევა, როდესაც ზვიად კუპრავა მოხვდა თუნდაც კადრებში, ეს იყო ის მომენტი, რომ ზვიად კუპორავა იმყპფებოდა მის ნათესავთან. ნუ მიაწერენ ჩვენს დღევდანდელ ამ მდგომარეობას პოლიტიკას, იმიტომ, რომ არცერთი ჩვენთანაგანი არ წარმოვადგენთ პოლიტიკურ დაჯგუფებას, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ვითხოვთ თავშესაფარს და სიცოცხლის გადარჩენას, - ამბობს ერთ-ერთი დევნილი. 

სახელისუფლებო მესიჯბოქსი დავით ფაცაციამ გუშინ ტვ პირველის ეთერით გააჟღერა. მისი თქმით, ის დევნილთა დასახლებაში მხოლოდ იმიტომ არ მივა, რომ "ნაციონალუირ მოძრაობის" აქტივისტები მას პროვოკაციას მოუწყებენ და მთელი ეს პროცესი  აღნიშნული ოპოზიციური პარტიის მიერ არის მართული. 

ფაცაციას ამ განცხადებამ დევნილების უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია. 

მსგავსი სიახლეები