დიდთოვლობა გურიაში - გაუწმენდავი გზების გამო მიცვალებულს ვერ მარხავენ

19.01.22 15:00
დიდთოვლობა გურიაში - გაუწმენდავი გზების  გამო მიცვალებულს ვერ მარხავენ

გურიაში დიდთოვლობაა.ოზურგეთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. გზებზე გადაადგილება ამ  დრომდე შეუძლებელია, თუმცა ადგილზე არ გამოჩენილა მძიმე ტექნიკა. ადგილობრივების თქმით, შექმნილი სიტუაციის გამო, სოფელ საჭამიაში  მიცვალებულს ვერ მარხავენ. 

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა  ჩოხატაურშსა და ლანჩხუთშიც. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება გზების გასაწმენდად არც ამ რაიონებში მუშაობს. მოსახლეობას შეზღუდვებით მიეწოდება ელექტროენერგიაც. "ელექტრო-პროში ჯორჯიაში" "ტვ პირველს" უდასტურებენ, რომ რამდენიმე სოფელს შუქი არ აქვს. 

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, დანიშნულების ადგილამდე ვერც სასწრაფო დახმარების მანქანები მიდიან.

მსგავსი სიახლეები