გაფიცული სოციალური აგენტები - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება

20.01.22 11:07
გაფიცული სოციალური აგენტები - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება

გაფიცული სოციალური აგენტები პროტესტს არ წყვეტენ.სოციალური აგენტები მთავრობის ადმინისტრაციასთან 13:00 საათზე შეიკრიბებიან. ისინი ხელფასების გაორმაგებას და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ჯანდაცვის სამინისტრომ მათ ხელფასების 60%-ით გაზრდა შესთავაზა. სამინისტროს შეთავაზების თანახმად, სოციალური აგენტების ხელფასი 200 ლარიდან 320 ლარამდე უნდა გაიზარდოს, რაც სოც აგენტების თქმით საკმარისი არ არის. სოციალური აგენტების თქმით, გაფიცულებზე ზეწოლა მიმდინარეობს. 

320 ლარით კომუნალურები უნდა გადავიხადოთ, ოჯახებს უნდა მივხედოთ, ელემენტარული ავადგახდომის უფლებას არ გვაძლევენ, ექიმთან თითოეული ვიზიტი  ყველამ ვიცით საქართველოში რა ღირს.  

დაშინებები დაიწყო იმით, რომ ურეკავენ და ეუბნებიან, რომ აუცილებელია, რომ გამოხვიდე სამსახურში ხომ იცი რომ ისედაც მწირი ხელფასი გაქვს და ამ დღეების ხელფასსაც არ ჩაგირიცხავენ, ხალხი არის შეშინებული", - ამბობს გაფიცული სოციალური აგენტი.

სოციალური აგენტები უკვე 1 კვირაა გაფიცულები არიან.

მსგავსი სიახლეები