საზღვრის კვეთის საქმე - სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე ბრალდებულები შესაძლოა გაათავისუფლონ
საზღვრის კვეთის საქმე - საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს.
არ არის გამორიცხული, რომ ოთხივე ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლონ. ტრაილერის მძღოლმა ელგუჯა ცომაიამ წინა სასამართლო პროცესზე ჩვენება უკვე მისცა.
"პირველების" ინფორმაციით, პროკურატურა ცომაიას საპროცესო გარიგებას ჯერ კიდევ დეკემბერში დაპირდა.
ადვოკატებს სხდომის დაწყების წინ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, რაც შეეხება ბრალდების მხარეს. პროკურორი, ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ დღევანდელ პროცესზე ვიდეო მტკიცებულებების განხილვა მოხდება, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ბრალდებულები მიხეილ სააკაშვილთან ერთად.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ დაცვის მხარემ მტკიცებულებები სადაო არ გახადა, მოხდება თუ არა ბრალდებულების გათავისუფლება, პროკურორმა თქვა, რომ "გააჩნია, როგორ წარიმართება პროცესი"
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას გააგრძელებს. პროცესში ოთხივე ბრალდებული და მათი ადვოკატები მიიღებენ მონაწილეობას.
წინა პროცესზე აღიარეს, თუმცა მტკიცებულებები სადაოა, შესაბამისად, მტკიცებულებების გამოკვლევით დაიწყება არსებითი განხილვა. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, გააჩნია როგორ წარიმართება პროცესი"- თქვა პროკურორმა ვეფხვაძემ.