"მტკიცებულებები მოისროლა და სახეში შეაყარა" - უვადოდ არჩეულ მოსამართლეს ადვოკატები უჩივიან
უვადოდ არჩეულ მოსამართლეს ლილი მსხილაძეს ადვოკატები მუქარასა და დევნაში ადანაშაულებენ და დისციპლინური დევნის დაწყებას ითხოვენ.
ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, ლილი მსხილაძე ერთ-ერთი საქმის სასამართლო პროცესზე ადვოკატებს დაჭერით ემუქრებოდა.
ადვოკატი "ტვ პირველთან" ყვება, რომ ლილი მსხილაძე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა საქმის განხილვის დროსაც.
ჩვენ ყველა მოწმეზე გვეუბნებოდა და გავძალებდა , რომ 5 წუთში დაგვეკითხა. მე გამოვხატე პროტესტი თუ როგორ შეიძლება ადვოკატმა 5 წუთში დაკითხოს მოწმე, რაზეც მითხრა, რომ მე არ მაინტერესებს. მტკიცებულებები, რომელიც ბრალდებულებებს ეს მტკიცებულებები მოისროლა, მდივანს შეაყარა სახეში ეს ხდება პროცესის დროს. გვეუბნება, რომ აქ მე ვარ კანონი და სამართალი და თუ თქვენ არ დაემორჩილებით, თქვენ გაგაგდებთ ან დაგიჭერთ. მოვითხოვ სასწრაფოდ, რომ დაიწყოს დისციპლინური დევნა, რომ ეს ადამიანი ჩამოშორებული იქნას სასამართლო სისტემას", - ამბობს ფრიდონ სიხუაშვილი.
უფლებდამცველები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავენ და მსხილაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ.