საზღვრის კვეთის საქმე - ოთხივე ბრალდებული თავისუფალია
მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმე - ოთხივე ბრალდებული თავისუფალია. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. მათ გირაოს გადახდის ვადა 1 თვის ვადით განესაზღვრათ.
ელგუჯა ცომაიამ მედიას მხოლოდ ის უთხრა, რომ ემოციურად ცუდად არის და კომენტარს ვერ გააკეთებს. განცხადებები არ გაუკეთებიათ არც მამა-შვილ წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს.
მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულებს, გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, კი ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.
პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა.