აქცია კანცელარიასთან - გაფიცული სოციალური აგენტები ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ
მთავრობის ადმინისტრაციასთან გაფიცული სოციალური აგენტების აქცია მიმდინარეობს. გაფიცულები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.
სოციალურმა აგენტებმა მუშაობა ერთი კვირის წინ შეწყვიტეს და გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაორმაგებას მოითხოვენ. ამ ეტაპზე სოციალური სერვისების მიღება მოქალაქეებისთვის ვერ ხერხდება.
"დაბრუნებას არ ვაპირებთ სამუშაოზე, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვები", - ამბობე "ტვ პირველთან" სოციალური აგენტები.
ჯანდაცვის სამინისტრომ მათ ხელფასების 60%-ით გაზრდა შესთავაზა. სამინისტროს შეთავაზების თანახმად, სოციალური აგენტების ხელფასი 200 ლარიდან 320 ლარამდე უნდა გაიზარდოს, რაც სოციალური აგენტების თქმით საკმარისი არ არის.