მოკლული არასრულწლოვანის საქმე - 15 წლის დავით კრაველიშვილის დედა ჩვენებას მისცემს

20.01.22 13:54
მოკლული არასრულწლოვანის საქმე - 15  წლის დავით კრაველიშვილის დედა ჩვენებას მისცემს

სასტიკი მკვლელობა თბილისში - სანზონაში ქუჩურ გარჩევის დროს მოკლული 15  წლის მოზარდის, დავით კრაველიშვილის, დედა თბილისის საქალაქო სასმართლოს ჩვენებას მისცემს. 

სასამართლოში ერთი საათია, რაც მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნების ლ.ი.-ისა და პ.ვ.-ს საქმის განხილვა მიმდინარეობს.

ბრალდების მხარეს სასამართლოში სამეციდიცინო ექსპერტიზის დასკვნა აქვს წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც ბრალდებულ ლ.ი.-ს დაზიანებები არ აქვს მიყენებული.

დავით კრაველიშვილი 2020 წლის 4 დეკემბერს მოკლეს.  არასრულწოვნებს შორის საქმის გარჩევა ჰუდის გამო დაიწყო და მკვლელობით დასრულდა. ამ დრომდე პროკურაუტურამ ვერ იპოვა დანაშაულის იარაღი- დანა. 

პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი ლ.ი. დააკა. რაც შეეხება პ.ვ.-ს, მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

მსგავსი სიახლეები