გურიაში გზის გაწმენდის დროს გრეიდერს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა
ოზურგეთი-ურეკის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გზის გაწმენდის დროს გრეიდერს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა
ავარიის დროს მსუბუქი დაზიანება მიიღო სატვირთოს მგზავრმა. ექიმების თქმით, მით სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ოზურგეთში მეორე დღეა, უამინდობაა. დღეს დილით მოსული ნალექის გამო გადაადგილება შეზღუდულია. გაუწმენდავია სოფლის გზები და პრიბლემებია ცენტრალურ გზებზეც, რის გამოც ავარიები გახშირდა.