ქუთაისში ,,პარკინგსერვისის" თანამშრომელი სასტიკად სცემეს

20.01.22 14:57
ქუთაისში ,,პარკინგსერვისის" თანამშრომელი სასტიკად სცემეს

ქუთაისში, სპს ,,პარკინგსერვისის" თანამშრომელი სასტიკად სცემეს - შემთხვევა ვარლამიშვილის ქუჩაზე, მოხდა. დაშავებულს თავს გამოძიებისთვის უცნობი პირი დაესხა. მიზეზი გამოწერილი ჯარიმა გახდა. 

დაშავებული არაერთი დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს. შპს ,,პარკინგსერვისის" ადმინისტრაციის განმარტებით, თანამშრომელი პარკირების ზონაში მუშაობდა და ჯარიმაც კანონზომიერად გამოიწერა, თუმცა რა მოხდა ადგილზე, არ იციან. მომხდარ თავდასხმაზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი სიახლეები