წულუკიანის რეპრესიები კულტურის სამინისტროში - ოპოზიციური პარტიები წინააღმდეგობის მოძრაობას ქმნიან
კულტურის სამინისტროდან გაშვებული თანამშრომლების დასახმარებლად და კულტურის სფეროს გადასარჩენად პარტია "დროა" და "ლელო" წინააღმდეგობის მოძრაობას ქმნიან.მათთან ერთად იქნება ასევე ხელოვნების მუზეუმის ყოფილი დირექტორი. საქმე ეხება კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ ეროვნულ მუზეუმში გამოცხადებულ მასშტაბურ საკადრო წმენდას. "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, მოძრაობა სამართლებრივ დახმარებას გაუწევს კულტურის სამინისტროდან დათხოვნილ თანამშრომლებს.
ყველანაირი - სამართლებრივი, მორალური მხარდაჭერა ექნება იმ ხალხს, რომლებიც არიან დაჩაგრულები, გამოშვებულები, ვიმუშავებთ საერთაშორისო მიმართულებით ძალიან აქტიურად, საქართველოს კულტურას ძალიან დიდ პატივს სცემენ რა თქმა უნდა ქვეყნები, ინსტიტუტები და ა.შ. ჩვენ ამ რესურსებს გამოვიყენებთ", - ამბობს ელენე ხოშტარია.
ხელოვნებათმცოდნეები კულტურის სფეროში მინისტრის მიერ განხორციელებულ რეპრესიებზე საუბრობენ. ეკა კიკნაძის თქმით, წულუკიანის მიერ გატარებული პოლიტიკა ქართულ კულტურას საფრთხეს უქმნის.
ის საფრთხე, რომელიც დღეს დგას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის წინაშე, კულტურის იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს თეა წულუკიანი არის დამღუპველი და ის უსპობს ქართულ კულტურას მომავალს, აბრუნებს მას საბჭოთა წარსულში.
ახალი დირექტორის მოადგილე გახლავთ ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ხელოვნების მუზეუმის შემობა არ არის ავარიული და სჭირდება მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი. იგი ეწინააღმდეგებოდა გეგმას, რომელიც შემუშავებული იყო მუზეუმის რეაბილიტაციისთვის და მაქსიმალურად ხელს უშლიდა გარკვეულ ჯგუფებთან ერთად ამ გეგმის განხორციელებას", - ამბობს ეკა კიკნაძე.
ხვალ, 14:00 საათზე კულტურის სამინისტროსთან პირველი აქცია გაიმართება.