ისტორიული რეკორდი მოხსნილია - ინფიცირებულთა რაოდენობა 60 ათასს აჭარბებს

21.01.22 11:14
ისტორიული რეკორდი მოხსნილია - ინფიცირებულთა რაოდენობა 60 ათასს აჭარბებს

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით,  ვირუსით ერთდროულად 64 625 მოქალაქეა ინფიცირებული. ექიმების პროგნოზით, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება, რადგან მათ პაციენტების მიღება მაღალი მიმართვიანობის გამო აღარ შეუძლიათ. ამ ეტაპზე ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში რეანიმაციაში ადგილები აღარ არის. 

ჰოსპიტალურ სექტორზე დიდი ზეწოლა არის, უფრო მეტად გაიზრდება რაოდენობა პაციენტების, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებამ არმგონია, რომ განსაკუთრებული შედეგი მოგვცეს.

ამდენს ჰოსპიტალური სექტორი უბრალოდ ვერ გაუძლებს, საწოლფონდი პრაქტიკულად შევსებულია, რეანიმაციაში არცერთი ადგილი არ არის", -  ამბობს  ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე. 

ბოლო 24 საათში კორონავირუსის  8 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი.

მსგავსი სიახლეები