გასაიდუმლოებული შეხვედრა ერგნეთში - ერთმანეთს ეუთოსა და რუსეთის წარმონადგენლები შეხვდებიან

21.01.22 11:31
გასაიდუმლოებული შეხვედრა ერგნეთში -  ერთმანეთს ეუთოსა და რუსეთის წარმონადგენლები შეხვდებიან

ერგნეთში საგანგებო გასაიდუმლოებული შეხვედრისთვის ემზადებიან,  რომელიც "პირველების" ინფორმაციით,  ევროკავშირის სადამკვირვებლო ორგანიზაციის ორგანიზებით დაიგეგმა.  უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ დღეს ერთმანეთს პირისპირ ეუთოსა და რუსეთის წარმონადგენლები ხვდებიან. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებს შორის საუბარი საქართველოს იმ მოქალაქეებსაც შეეხება, რომლებიც ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩებიან. 

დღეს, როგორც ჩვენ გავიგეთ, ტარდება შემდეგი რაუნდი, ოღონდ ეს არის ე.წ. გასაიდუმლოებული შეხვედრა, სადაც შეხვდებიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. ფაქტობრივად, შეიძლება იტქვას, რომ ქართული მხარე ამ შეხვედრას არ დაესწრება. ძალიან საინტერესოა რაზე ისაუბრებენ და რაზე შეჯერდებიან მხარეები, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ სინამდვილეში არსებობს ეფექტური ბერკეტები, რომლიტაც შესაძლებელია ჩვენი ქართველი ტყვეების გამოშვება, - თქვა დავით ქაცარავამ. 

გუშინ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 104 შეხვედრა გაიმართა, რომელიც ისევ უშედეგოდ დამთვარდა. შეხვედრის მთავარი თემა ოკუპანტების ტყვეობიდან საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იყო. 

ამ დროისათვის ოკუპანტების ტყვეობაში საქართველოს 6 მოქალაქე რჩება. მათ შორის არის ყოფილი სამხედრო, მამუკა ჩხიკვაძეც. 

მსგავსი სიახლეები